ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გლობალურ ფორუმს გამართავს, რომელიც ახალი კორონავირუსის ვაქცინის შექმნას მიეძღვნება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 11-12 თებერვალს გლობალურ ფორუმს გამართავს, რომელიც ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნას მიეძღვნება. განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა გააკეთა.
გავრცელებული ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობას ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელები მიიღებენ მსოფლიოს არა ერთი ქვეყნიდან.