ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ევროპა ისევ კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი ჰანს კლუგე კონტინენტზე არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით შეშფოთებულია. მისი თქმით, ევროპა კვლავ ეპიდემიის ეპიცენტრია. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ევროპაში „კოვიდ-19“-ის მილიონ-ნახევარი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კი, საერთო ჯამში, 10 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული.
„იმის მიუხედავად, რომ ჩემმა ნათქვამმა შესაძლოა პანიკა გამოიწვიოს, უნდა გამოვხატო ჩვენი შეშფოთება ევროპაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.
კლუგეს ინფორმაციით, გაზაფხულის შემდეგ წარმოუდგენლად არის გაზრდილი ჰოსპიტალიზაციის რიცხვიც.