ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არავაქცინირებულებსა და რისკჯგუფებში შემავალ პირებს სადღესასწაულო დღეებში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს
„კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტის საფრთხის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არავაქცინირებული, რისკჯგუფებში შემავალი და 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის რეკომენდაციას ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასეთ ადამიანებს სადღესასწაულო დღეებში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
„პირებს, რომლებიც თავს კარგად არ გრძნობენ, არ არიან სრულად ვაქცინირებული ან კორონავირუსი არ გადაუტანიათ, მძიმე ფორმის განვითარებისა და სიკვდილის რისკის ქვეშ არიან, მათ შორის 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს, უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ გადადონ მოგზაურობა ისეთ ადგილებში, სადაც ვირუსის გავრცელება მასობრივად ხდება“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.