ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - აფრიკაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში საწოლების დეფიციტია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აფრიკაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში პაციენტთათვის განკუთვნილი საწოლების დეფიციტზე საუბრობს.
ორგანიზაციის მონაცემებით, აქ მილიონ ადამიანზე მხოლოდ ხუთი საწოლი მოდის, მაშინ, როდესაც ევროპაში ეს მაჩვენებელი ოთხი ათასი – ერთ მილიონთან არის.
ისევე, როგორც დანარჩენ მსოფლიოში, აფრიკაშიც გარდაცვლილთა უმეტესობა ხანდაზმული პაციენტია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წინასწარი მონაცემებით, მათი უმეტესობა 60 წელს აღემატება.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აფრიკის კონტინენტზე „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 12 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილი კი ამ დროისთვის 610-ია. ინფიცირებულთა რიცხვი 1000-ს აღემატება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ალჟირში, ეგვიპტესა და მაროკოში.