ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია – აფრიკაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში საწოლების დეფიციტია

21:51, 09.04.2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აფრიკაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში პაციენტთათვის განკუთვნილი საწოლების დეფიციტზე საუბრობს.

ორგანიზაციის მონაცემებით, აქ მილიონ ადამიანზე მხოლოდ ხუთი საწოლი მოდის, მაშინ, როდესაც ევროპაში ეს მაჩვენებელი ოთხი ათასი – ერთ მილიონთან არის.

ისევე, როგორც დანარჩენ მსოფლიოში, აფრიკაშიც გარდაცვლილთა უმეტესობა ხანდაზმული პაციენტია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წინასწარი მონაცემებით, მათი უმეტესობა 60 წელს აღემატება.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აფრიკის კონტინენტზე „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 12 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილი კი ამ დროისთვის 610-ია. ინფიცირებულთა რიცხვი 1000-ს აღემატება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ალჟირში, ეგვიპტესა და მაროკოში.

მსგავსი