ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა ბოხუას ინფორმაციით, ზემო ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული სამივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მისივე თქმით, დამწვრობის ცენტრში მოთავსებულ სამივე დაშავებულს სათანადო დიაგნოსტიკა და მკურნალობა ჩაუტარდება.

„შემთხვევის შედეგად დაწესებულებაში მოთავსებულია სამი პაციენტი: ბაბუა, მამა და შვილი. მიმდინარეობს კვლევები. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დამწვრობის გარდა, პოლიტრავმა აღენიშნებათ. სამივე მათგანს სათანადო დიაგნოსტიკა და მკურნალობა ჩაუტარდება”, – განაცხადა ზაზა ბოხუამ.

თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში დღეს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც  საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა მოჰყვა.

ამასთან, მაშველები აფეთქების ადგილზე დედა-შვილს ეძებენ.