მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ჯამალ მუსიალა რამდენიმე კვირა ვერ შეძლებს თამაშს. გერმანიის ჩემპიონის პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ 20 წლის ფეხბურთელმა ტრავმა ვარჯიშის დროს მიიღო, კერძოდ, ბარძაყის უკანა კუნთი გაიწყვიტა.
გარდა ამისა, ოთხშაბათს ავადმყოფობის გამო „ბაიერნის“ ვარჯიში გამოტოვა მცველმა ბენჟამენ პავარმა.
მიუნხენელთა ახალბედა რაფაელ გერეირო აგრძელებს აღდგენას იმ ტრავმის შემდეგ, რომელიც წინასასეზონო მზადებისას მიიღო.