ჯაბა ჯიღაური საფრანგეთის ლიგა 2-ის „გრენობლში“ ჩაირიცხა. ქართველმა ნახევარმცველმა კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია მისმა მენეჯერმა ოფიციალურად დაადასტურა.
„სიხარულით უნდა გაცნობოთ, რომ ჯაბა ჯიღაური ყაზახური „ორდაბასიდან“ საფრანგეთის ლიგა 2-ის „გრენობლში“ გადავიდა. ტრანსფერი წარმატებით განხორციელდა. წარმატება იწყება აქ”, – წერს ფიფა-ს აგენტი ლევან ზუხბაია საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი სწორედ ლევან ზუხბაიას და მიხეილ ხუციშვილის დაფუძნებული სააგენტო „სმარტბალის“ სამენეჯერო სამსახურით სარგებლობს.
ჯიღაური თბილისის „დინამოს“ გაზრდილია. ასევე უთამაშია საჩხერის „ჩიხურაში“ და სკოპიეს „ვარდარში“, ხოლო ბოლოს ყაზახურ „ორდაბაისში“. მისი ახალი გუნდი ლიგა 2-ში წელს გადავიდა და სეზონს 27 ივლისს გახსნის, როდესაც „სოშოს“ დაუპირისპირდება.