ჯაბა დვალი „ზესტაფონის“ მენეჯერად იმუშავებს
ჯაბა დვალი „ზესტაფონის“ მენეჯერად იმუშავებს
ახლო წარსულში საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი ჯაბა დვალი საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მენეჯერად იმუშავებს – ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს კლუბში დაუდასტურეს.
 
35 წლის გამოცდილი ფეხბურთელი „ზესტაფონის“ შემადგენლობაში ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი (2011, 2012) და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გამარჯვებული (2008). ორჯერ იყო საქართველსო ჩემპიონატსი ბომბარდირი – 2005-06 წლების სეზონში წარმატებას თბილისის „დინამოს” ფორმით მიაღწია (21 გოლი), ხოლო 2011-12 წლებში – „ზესტაფონში“ (20 გოლი).
ჯაბა დვალი ბოლო „თელავში“ თამაშობდა, მაგრამ გუნდი დატოვა და ბოლო ერთი წელი ეროვნულ ლიგასა და ლიგა2-ში არ უთამაშია.
ჯაბა დვალი „ზესტაფონის“ მენეჯერობასთან ერთად, კლუბის აკადემიას კურატორიც იქნება – გუნდის აკადემიის პრეზენტაცია შაბათს თბილისის ზღვაზე მდებარე „ზესტაფონის” ბაზაზე გაიმართება. ბავშვების სავარჯიშო პროცესი წარიმართება იმ მოედნებზე, სწორედ საქართველოს ეროვნული ნაკრები სისტემატურად ვარჯიშობს.