ურთიერთშეთანხმებით ჯაბა დვალმა „სიონი“ დატოვა
ურთიერთშეთანხმებით ჯაბა დვალმა „სიონი“ დატოვა

ბოლნისის „სიონი“ შუა სეზონში ერთ-ერთ ლიდერს შეელია. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, „სიონის“ ხელმძღვანელობა და გუნდის კაპიტანი მოქმედი კონტრაქტის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

„რადგან, ჯაბა დვალს უკეთესი შემოთავაზება გააჩნია, გუნდის წინაშე მისი დამსახურება გავითვალისწინეთ და ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა“, – ასე განმარტა კლუბმა მომხდარის მიზეზი.

მიმდინარე სეზონში, დვალმა 13 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

დვალი პირველი არაა, რომელმაც სეზონის მსვლელობის დროს გუნდი ასე მოულოდნელად დატოვა. მანამდე, მსგავსი რამ „სამტერდიაში“ მოხდა, რომელიც ექვს მოთამაშეს შეელია, „რუსთავიდან“ კი ოსი ლეგიონერები ხელძღვანელობისგან დაუკითხავად წავიდნენ.

ერთი კვირის წინ, „ლოკომოტივიდან“ ვატო არველაძე წავიდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს ნაბიჯი შეთანხებული იყო. 20 წლის თავდამსხმელმა კონტრაქტი პოლონურ კლუბთან, კელჩეს „კორონასთან“ გააფორმა.