პირველი სპარინგი პანდემიის შემდეგ

08:16, 08.07.2020

პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ საფეხბურთო კლუბმა „ზესტაფონმა“ პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა და ხუთბურთიანი სხვაობით მოიგო.

ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე მარგველებმა ლიგა-4-ის წარმომადგენელ ხონის „იმერეთს“ უმასპინძლეს – მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და მასპინძლებმა მეტოქე 6:1 დაამარცხეს.

„ზესტაფონის“ ახალწვეულმა ლაშა ნანობაშვილმა დიბლი შეასრულა, თითო გოლი გაიტანეს გიორგი ხარშილაძემ, გიორგი ჭანკოტაძემ, ლაშა ოზბეთელაშვილმა და ნოდარ გაჩეჩილაძემ. ხონელებიდან პრესტიჟის გოლი ბექა ძიგუას ანგარიშზეა.

საბოლოოდ მატჩი „ზესტაფონის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 6:1 დასრულდა.

მსგავსი