„იუვენტუსში“ სარის გაშვება გამორიცხეს
„იუვენტუსში“ სარის გაშვება გამორიცხეს

„იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ კომენტარი გაუკეთა ჭორებს იმის შესახებ, რომ კლუბი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვს მაურიციო სარის, თუ იტალიის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ლიონის“ ბარიერს ვერ გაივლის.

„ერთი მატჩით არ შეიძლება მთელი სეზონის შეფასება. სკუდეტოსთვის ბრძოლაში გამარჯვება ყოველთვის ექსტრაორდინარულია, თუმცა ხშირად ვივიწყებთ, რომ ზედიზედ ცხრა ჩემპიონობა – ეს რაღაც დაუჯერებელია. ცხრა წლის წინ ეს რომ ვინმეს ევარაუდა, გავიფიქრებდით, რომ ის შეშლილია. მაშ ასე, მოდით დავიწყოთ იმ შედეგების დაფასება, რომელსაც ამ სეზონზე მივაღწიეთ, მით უმეტეს, განვილილი ერთი წელი ძალიან მძიმე იყო – უამრავი ცვლილებისა და პანდემიის გამო“, – თქვა პარატიჩიმ.

ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალი „იუვენტუსს“ და „ლიონს“ შორის შვიდ აგვისტოს არის დაგეგმილი. პირველი მატჩი ლიონში ფრანგულმა კლუბმა ანგარიშით 1:0 მოიგო.