„იუვენტუსს“ „ლევერკუზენთან“ ალექს სანდრო დაუბრუნდება
ტურინის „იუვენტუსის“ რიგებში ალექს სანდრო დაბრუნდა. მან ტურინელთა ბაზაზე უკვე ივარჯიშა. ბრაზილიელი პირადი საქმეების გამო საკუთარ ქვეყანაში იმყოფებოდა, რის გამოც „სპალთან“ მატჩი გამოტოვა.
მის მაგივრად მაურიციო სარიმ ბლეზ მატუიდი ათამაშა. „ლევერკუზენთან“ შეხვედრაში კი ალექს სანდრო ძირითად შემადგენლობაში იქნება.
შეგახსენებთ, რომ ტურინელები „ლევერკუზენს“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ხვალ, 1 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდებიან.