„იუვენტუსს“ ემერსონ პალმეირის გადმობირება სურს
„იუვენტუსს“ ემერსონ პალმეირის გადმობირება სურს

იტალიის ყველაზე ტიტულოვან კლუბს, ტურინის „იუვენტუსს“ სამი ხედირას ტრამვის შემდეგ, ნახევარდაცვაში მძიმე მდგომარეობა შეექმნა, რის გამოც კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ნახევარმცველის დამატებას შეეცდება.

იტალიური მედია იტყობინებოდა, რომ ტურინელთა ხელმძღვანელობას ივან რაკიტიჩის ან სანდრო ტონალის დამატებას სურდა, მაგრამ calciomercato-ს ცნობით, კლუბის უპირველესი ამოცანა „ჩელსის“ ნახევარმცველ ემერსონ პალმეირის გადმობირება იქნება.

დღევანდელი მონაცემებით, transfermarkt-ზე ემერსონის ღირებულება 25 მილიონი ევროა.