ტურინის „იუვენტუსის“ ახალი მთავარი მწვრთნელი შეიძლება გახდეს ტიაგო მოტა.
გამოცემა Calciomercato-ს მონაცემებით, თუ რაიმე მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ტურინელთა ამჟამინდელი დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი დატოვებს თავის პოსტს.
„იუვენტუსის“ სპორტულ დირექტორს, კრისტიანო ჯუნტოლის რამდენიმე კვირის განმავლობაში კონტაქტი აქვს „ბოლონიას“ მთავარი მწვრთნელის, ტიაგო მოტას წარმომადგენლებთან.
იწერება იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებების პროცესში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს: მოტას მხარემ პრინციპული თანხმობა განაცხადა „იუვენტუსში“ მუშაობაზე.
ტიაგო მოტას მწვრთნელად დანიშვნაზე ასევე პრეტენზიას აცხადებენ „მილანი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.