ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა, ჯერჯერობით, არ აპირებს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მასიმილიანო ალეგრის განთავისუფლებას. ამის შესახებ გამოცემა Sky Sport Italia წერს.
ჩემპიონთა ლიგაზე „ბენფიკასთან“ საშინაო მარცხის შემდეგ, იტალიელმა სპეციალისტმა სტადიონი ყველაზე ბოლოს დატოვა, მაგრამ გადადგომის შესახებ არ გამოუცხადებია.
მიუხედავად იმისა, რომ „იუვენტუსში“ იმედგაცრუებულნი და შეშფოთებულნი არიან გუნდის შედეგებით, ალეგრის განთავისუფლების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
„იუვენტუსმა“ თავის ისტორიაში პირველად წააგო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ორი ტური, სერია A-ში კი ექვს ტურში მხოლოდ ორი მატჩი აქვს მოგებული.