„იუვენტუსმა“ კიეზასთან კონტრაქტის პირობები შეათანხმა
„იუვენტუსმა“ კიეზასთან კონტრაქტის პირობები შეათანხმა

„ფიორენტინას“ ფორვარდი ფედერიკო კიეზა კონტრაქტზე მოელაპარაკა „იუვენტუსს“. გამოცემა „ლა სტამპას“ ინფორმაციით, ტურინში 22 წლის ფორვარდი წელიწადში ხუთ მილიონ ევროს მიიღებს.

„იუვენტუსი“ დიდი ხანია დაინტერესებულია კიეზათი და ცოტა ხნის წინ, „ფიორენტინას“ 50 მილიონი ევრო შეთავაზა მის სანაცვლოდ.

ამავდროულად, ფლორენციული კლუბის მფლობელმა როკო კომისომ განაცხადა, რომ არ აპირებს კიეზას გაყიდვას 60 მილიონზე ნაკლებ თანხად, ხოლო „იუვენტუსში“ მისი გაშვება საერთოდ გამორიცხა. კომისოს თქმით, ის მზად არის ფორვარდი „ინტერს“ ან „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუთმოს.

კიეზა „ფიორენტინას“ აღზრდილია. ამ სეზონში ფეხბურთელმა 26 ოფიციალურ მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი პასი შეასრულა.