რეჯო ემილიაში იტალიის თასის ფინალი გაიმართა. ტურინის „იუვენტუსმა“ 2:1 დაამარცხა „ატალანტა“. ტურინული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ ახალ ამპლუაში მეორე ტიტული მოიპოვა – 2020 წლის აგვისტოში მან „იუვენტუსს“ იტალიის სუპერთასი მოაგებინა.
გამორჩეული მატჩი ჰქონდა „იუვენტუსის“ შვედ ნახევარმცველს დეაინ კულუსევსკის, რომელმაც 31-ე წუთზე გახსნა ანგარიში, 73-ე წუთზე კი ფედერიკო კიეზას გაატანინა. ეს გამარჯვების გოლი იყო. კულუსევსკისა და კიეზას გოლებს შორის იყო „ატალანტას“ მხრიდან მალინოვსკის ზუსტი დარტყმა. უკრაინელმა „ატალანტას“ ბოლო 11 მატჩში 16 ქულა (7 გოლი+9 პასი) დააგროვა.
„იუვენტუსმა“ 2018 წლის შემდეგ პირველად მოიგო იტალიის თასი. ტურინულ კლუბს ამ ტურნირზე მე-14 გამარჯვება აქვს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. „ატალანტას“ ერთადერთი ტრიუმფი იტალიის თასზე 1963 წელს ჰქონდა.