„იუვენტუსმა“ არტურ მელოსთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
„იუვენტუსმა“ არტურ მელოსთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, არტურ მელომ „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობასთან ხელშეკრულების დეტალები განიხილა და დიდი ალბათობით, უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ტურინულ კლუბში გადავა, – იუწყება ცნობილი სპორტული მიმომხილველი ნიკოლო სკირა.

ჟურნალისტის ინფორმაციით, ტურინული გრანდი 23 წლის ფეხბურთელთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასის სახით სეზონში 5.2 მილიონ ევროს გადაუხდის.

აღსანიშნავია, რომ არტურ მელოს ანაზღაურება კატალონიურ კლუბში 3.2 მილიონი ევროა.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონი ევროა.