მასიმილიანო ალეგრი დატოვებს „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს.
როგორც იტალიური გამოცემა Tuttosport-ი წერს, ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა იტალიელ სპეციალისტს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გაათავისუფლებს.
„იუვენტუსმა“ იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ ხუთი ფრე ითამაშა, ბოლო 15 მატჩში კი მხოლოდ ორი მოგება აქვს.
ალეგრი „იუვენტუსში“ 2014-19 წლებში მუშაობდა, რომლის დროსაც 11 ტიტული მოიგო, მათ შორის, ხუთი სკუდეტო. სპეციალისტი ტურინში 2021 წელს დაბრუნდა, მაგრამ ამ პერიოდში ვერცერთი ტიტულის მოგება ვერ შეძლო.