„იუვენტუსის“ ულტრას ფანს იარაღის არსენალი აღმოუჩინეს
„იუვენტუსის“ ულტრას ფანს იარაღის არსენალი აღმოუჩინეს

ტურინის პილიციამ ჩაატარა რეიდი, რომლის შედეგადაც იარაღის მთელი არსენალი და ნეოფაშისტური სიმბოლიკები აღმოაჩინა, იტყობინება „ფუტბოლ იტალია“ (Fooball Italia). წყაროს ცნობით, ეს ყველაფერი „იუვენტუსის“ ულტრას დაჯგუფებას „დრუგის“ ეკუთვნოდა.

პოლიციამ ამოიღო ავტომატური იარაღები, რევოლვერები, ბრონირებული ჟილეტები, ტყვიები, სვასტიკიანი ბანერები და მესამე რეიხის სხვადასხვა ატრიბუტიკა. სამართალდამცავებისთვის მთავარ აღმოჩენად კი მიწა-ჰაერის კლასის რაკეტები იქნა.