„იუვენტუსის“ უარის მიუხედავად, „ბარსელონა“ კვლავ ცდილობს მორატას გადაბირებას #1TVSPORT
„ბარსელონა“ კვლავ ცდილობს „იუვენტუსის“ ესპანელი ფორვარდის, ალვარო მორატას გადაბირებას, – ამის შესახებ Diario AS იუწყება.
მიუხედავად უარისა, რომელიც კატალონიელებმა ტურინული გუნდისგან მიიღეს, მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ მორატა, შესაძლოა, ესპანეთში დაბრუნდეს.
ცოტა ხნის წინ, „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ არ სურს მორატას გუნდიდან გაშვება.
„ალვაროს ვუთხარი, რომ ის გუნდში რჩება და არ დატოვებს „იუვენტუსს“, ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა.“
მედიაში ასევე იწერება, რომ მორატას „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჩავიც ესაუბრა და გუნდში იმედოვნებენ, რომ ტრანსფერი მაინც განხორციელდება. წყაროს ცნობით, ეს ყველაფერი უფრო რეალური გახდება თუ „იუვენტუსი“ სათადარიგო სკამისთვის მაღალი დონის ფორვარდს დაიმატებს.