„იუვენტუსის“ კაპიტანმა მწვრთნელთან იჩხუბა და ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა #1TVSPORT
ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ლეონარდო ბონუჩი ახლოს არის იტალიური კლუბის დატოვებასთან.
იტალიური პრესის ცნობით, ცენტრალური მცველს კონფლიქტი აქვს მთავარ მწვრთნელთან მასიმილიანო ალეგრისთან. ამის გამო, ბონუჩიმ „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობას ტრანსფერზე დაყენება სთხოვა. იტალიელი იანვარში, შესაძლოა, ლონდონის „ტოტენჰემის“ ფეხბურთელი გახდეს.
მიმდინარე სეზონში 35 წლის ვეტერანმა ყველა ტურნირზე 10 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.