„იუვენტუსის“ დიდი ტრანსფერი - ვლახოვიჩი ტურინში სამედიცინო შემოწმებას გაივლის #1TVSPORT
„იუვენტუსის“ დიდი ტრანსფერი - ვლახოვიჩი ტურინში სამედიცინო შემოწმებას გაივლის #1TVSPORT

„ფიორენტინას“ თავდამსხმელი დუშან ვლახოვიჩი კარიერას ტურინულ გრანდში გააგრძელებს და სეზონში შვიდ მილიონ ევროს მიიღებს.

სამედიცინო ცენტრში დუშან ვლახოვიჩის მისვლის კადრები „იუვენტუსის“ პრესსამსახურმა გაავრცელა.

სერბ თავდამსხმელს გულშემატკივრები სერბეთის დროშით შეეგებნენ და ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტურინულ გუნდში გადმოსვლა იზეიმეს.

აღსანიშნავია, რომ ვლახოვიჩი იუბილარია და იტალიური ფეხბურთის გრანდის რიგებს სწორედ საკუთარ დაბადების დღეზე შეუერთდა.

მიმდინარე სეზონში 22 წლის სერბმა „ფიორენტინას“ შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 20 გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.