„იუვენტუსის“ დაუმარცხებელი სერია გრძელდება
„იუვენტუსის“ დაუმარცხებელი სერია გრძელდება

ტურინის „იუვენტუსი“ 2018 წელს გასვლით მატჩში არ დამარცხებულა. „ბებერ ქალბატონს“ მიმდინარე წელს სამი გასვლითი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი – „იანგ ბოიზი“, „ტორინო“ და „ატალანტა“.

თუ „იუვენტუსი “ ამ შეხვედრებში არ დამარცხდება, 2018 წელს სტუმრად დაუმარცხებელად დაასრულებს.
სერია A-ში დღემდე 16 გასვლითი თამაშიდან ტურინელებმა 13 მოიგეს და 3 ფრედ ითამაშეს. ხოლო თუ ამას იტალიის თასსა და ჩემპიონთა ლიგას დავუმატებთ, მაშინ „იუვენტუსის“ შედეგია – 18 მოგება, 3 ფრე, 0 წაგება.

„იუვენტუსი“ წამყვანი 5 ჩემპიონატიდან ერთადერთი გუნდია, რომელიც 2018 წელს სტუმრად არ დამარცხებულა.

შეგახსენებთ, რომ დღეს „იუვენტუსმა“ „არტემიო ფრანკიზე” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ფიორენტინასთან ანგარიშით 3:0.