„იუვენტუსი“ ზაფხულში ექვს ფეხბურთელთან გამოთხოვებას გეგმავს
„იუვენტუსი“ ზაფხულში ექვს ფეხბურთელთან გამოთხოვებას გეგმავს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ტურინის „იუვენტუსმა“ შემადგენლობაში დიდი ცვლილებები დაგეგმა.

იტყობინებიან, რომ კლუბი უარს იტყვის ექვს ფეხბურთელზე – გონსალო იგუაინზე, ფედერიკო ბერნარდესკიზე, სამი ხედირაზე, ბლეზ მატუიდიზე, დანიელე რუგანიზე და მატია დე შილიოზე.

შემადგენლობის რეკონსტრუქციის მიზანი ისეთი ფეხბურთელების პოვნაა, რომლებიც მთავარი მწვრთნელის მაურიციო სარის ხედვას მოერგებიან, აგრეთვე, იგეგმება გუნდის საშუალო ასაკის დაწევა.

„იუვენტუსი“ 33 ტურის შემდეგ სათავეში უდგას სერია A-ს გათამაშების ცხრილს და უახლოესი მდევარი „ინტერი“ ექვსი ქულით ჩამორჩება.