„იუვენტუსი“ მზად არის, ვლახოვოვიჩის ტრანსფერში 60 მილიონი ევრო გადაიხადოს #1TVSPORT
„იუვენტუსი“ მზად არის, ვლახოვოვიჩის ტრანსფერში 60 მილიონი ევრო გადაიხადოს #1TVSPORT

ტურინულმა გრანდმა გრანდმა თანხა გააორმაგა და დუშან ვლახოვიჩის შესაძენად 60 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, – იუწყება La Gazzetta dello Sport.

იტალიური გამოცემის ინფორმაციით, მხარეები უკვე შეთანხმდნენ და „იუვენტუსი“ „ფიორენტინას“ 21 წლის სერბ ლეგიონერს ხელფასის სახით სეზონში 7 მილიონ ევროს დაპირდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ტურინელებმა ვლახოვიჩის ტრანსფერში „ფიორენტინას“ მენეჯერებს  ნახევარმცველი დეიან კულუსევსკი და 35 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს წინადადება ფლორენციელებს ხელს არ აძლევდათ.

მიმდინარე სეზონში 21 წლის სერბმა „ფიორენტინას“ შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 20 გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.