„იუვენტუსი" მბაპესთვის 380 მილიონ ევროს ამზადებს
„იუვენტუსი" მბაპესთვის 380 მილიონ ევროს ამზადებს

„იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა მზად არის 380 მილიონი ევრო დახარჯოს „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის კილიან მბაპეს შესაძენად, – იტყობინება გამოცემა „ტუტოსპორტი“. ეს თანხა მოიცავს ტრანსფერისა და ხუთწლიანი კონტრაქტის ღირებულებებს.

კლუბის პრეზიდენტმა ანდრე ანიელიმ და ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა აქციონერთა საბჭოს სხდომაზე აღნიშნეს, რომ ბიუჯეტი გაზრდილია 300 მილიონი ევროთი იმ მიზნით, რომ „იუვენტუსი“ ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე აღმოჩნდეს. ტურინელთა ხელმძღვანელობა მზად არის დიდი თანხის ინვესტირებისთვის, რათა გუნდში ახალი ვარსკვლავები მივიდნენ.

„იუვენტუსმა“ 2018 წელს კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერის გაფორმება შეძლო. პორტუგალიელი დღეს 34 წლისაა, ამიტომაც კლუბს სურს ახალგაზრდა ფორვარდის შეძენა. იტალიური პრესა აღნიშნავს, რომ მთავარი კანდიდატი მბაპეა, რომელსაც დეკემბერში 21 წელი შეუსრულდება.

კილიანის კონტრაქტი პსჟ-სთან 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.