„იუვენტუსი” მბაპეს უმიზნებს
„იუვენტუსი” მბაპეს უმიზნებს

ტურინის „იუვენტუსს”ფრანგული „პსჟ“-ს თავდამსხმელის, კილიან მბაპეს შეძენა სურს. Tuttosport-ის ინფორმაციით, „ბებერი ქალბატონი“ ყველაფერს გააკეთებს, რომ პარიზელთა ირგვლივ შექმნილი სიტუაციით ისარგებლოს.

ფრანგული მედიიის ცნობით, „პსჟ“-ს ფინანსური ფეირ-პლეის წესის დაცვის გამო ნეიმარსა და მბაპეს შორის ერთ-ერთი ფეხბურთელის გაშვება მოუწევს. სწორედ ამიტომაც გააქტიურდება ტურინული გრანდი და შეეცდება მბაპე გადაიბიროს. ჯერჯერობით სხვა დეტალები ცნობილი არ არის.