„იუვენტუსი“ მარკინიოსის შეძენითაა დაინტერესებული
„იუვენტუსი“ მარკინიოსის შეძენითაა დაინტერესებული

იტალიური კლუბი „იუვენტუსი“ ფრანგული პსჟ-ს მცველ მარკინიოსის შეძენითაა დაინტერესებული. ტურინელები მას ანდრეა ბარძალის შემცვლელად მოიაზრებენ. „გაზეტა დელო სპორტის“ (Gazzetta Dello Sport) ინფორმაციით, „ბიანკონერი“ მას წელიწადში 6.5 მილიონს სთავაზობს ხელფასის სახით. პარიზული კლუბი მცველს 60 მილიონად აფასებს.

იტალიური პრესა არ გამორიცხავს, რომ მარკინიოსის ტრანსფერში პიანიჩი ჩართოს.

ჯერჯერობით უცნობია პარიზელთა პოზიცია ამ ტრანსფერთან დაკავშირებით.