„იუვენტუსი“ ფერლანდ მენდით დაინტერესდა
„იუვენტუსი“ ფერლანდ მენდით დაინტერესდა

ფრანგული „ლიონის“ მარცხენა მცველის, ფერლანდ მენდის აგენტი ადასტურებს, რომ ფრანგის შეძენით ტურინის „იუვენტუსია“ დაინტერესებული.

„ბიანკონერის“ გარდა, ფრანგით „ბარსელონა“, „ნაპოლი“ და მადრიდის „რეალია“ დაინტერესებული.

როგორც იტალიური პრესა იტყობინება, მენდის გადმობირების ყველაზე რეალური შანსი „ბებერ ქალბატონს“ აქვს.

ფრანგის აგნეტმა აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„მენდის შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. თითქმის ყველა ევროპული გრანდი დაინტერესებულია მისით, მაგრამ მას „იუვეს“ მიმართ გარკვეული სიმპათიები გააჩნია. მართალია „ლიონს“ სურს მენდის შენარჩუნება, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება, რადგან მას უფრო დიდი გამოწვევები სურს, როგორიცაა ჩემპიონთა ლიგა.თუ ფრანგი „იუვეში“ წავა მას ალექს სანდროსთან მოუწევს კონკურენცია. მართალია არ იქნება ადვილი ბრაზილიელის ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება, მაგრამ მჯერა, რომ მენდის ეს შეუძლია“,- განაცხადა ფრანგის აგენტმა.