„იუვენტუსი“ 18 წლის ფრანგი მცველით დაინტერესდა
„იუვენტუსი“ 18 წლის ფრანგი მცველით დაინტერესდა

ტურინის „იუვენტუსი“ დაცვის ხაზში ფეხბურთელის დამატებაზე ფიქრობს. როგორც „სქაი სპორტსი“ (Sky Sport) იტყობინება, ტურინელები აკვირდებიან „ტულუზას“ 18 წლის ფეხბურთელ ჟან-კლერ ტოდიბოს.

ახალგაზრდა ფეხბურთელს „ტულუზასთან“ პროფესიონალური კონტრაქტი გაფორმებული ჯერ არ აქვს, მაგრამ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში უკვე მოასწრო 7 მატჩის ჩატარება და 1 გოლის გატანა.

როგორც წყარო იტყობინება, „იუვენტუსის“ წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ ფრანგი მცველის აგენტს. იტალიური გუნდის გარდა, ტოდიბოს ინგლისური „ლივერპულიც“ აკვირდება.