იუტას შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი - ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილს კვლავ ეძებენ
კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილს კვლავ ეძებენ.
იუტას შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, ორი ადამიანი, რომლებიც კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილად ითვლებოდნენ, მოგვიანებით გაათავისუფლეს, რადგან არცერთ მათგანს სროლასთან კავშირი არ აქვს.
„მსროლელის ძებნა გრძელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა, კაშ პატელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს.