იუტას შტატის გუბერნატორი აცხადებს, რომ ჩარლი კირკის მკვლელობა პოლიტიკურია
იუტას შტატის გუბერნატორი აცხადებს, რომ კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის მკვლელობა პოლიტიკურია. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ეს პოლიტიკური მკვლელობაა“, – განაცხადა სპენსერ კოქსმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეს არის ბნელი დღე შტატისთვის და ტრაგიკული დღე ერისთვის.
გუბერნატორის ცნობით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა.
„ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც გაგვაფიქრებინებს, რომ მეორე პირიც იყო ჩართული“, – აღნიშნა კოქსმა.
გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის ცნობით, ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.
კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს, დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, კირკი პრეზენტაციას ატარებდა, როცა ესროლეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო.