იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ქეთევან ცინცაძე და თეა ლეონიძე აირჩიეს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ქეთევან ცინცაძე და თეა ლეონიძე აირჩიეს

მოსამართლეთა 28-ე რიგგარეშე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი აირჩიეს.

ვაკანტურ ადგილზე მხოლოდ ორი კანდიდატი – ქეთევან ცინცაძე და თეა ლეონიძე იყვნენ წარდგენილნი და ორივე კანდიდატმა საკმარისი ხმები მიიღო.

მოსამართლეთა კონფერენციაზე მოსამართლეებმა საბჭოს წევრები ფარული კენჭისყრით აირჩიეს.

რიგგარეშე კონფერენციაზე დღესვე იგეგმება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის არჩევაც.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მდივნის და მოსამართლე წევრის ვაკანტური ადგილი მას შემდეგ გაჩნდა, რაც გიორგი მიქაუტაძემ თანამდებობა დატოვა. ის უზენაესი სასამართლოს პლენუმმა სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ აირჩია. აღნიშნული თანამდებობა კი, საბჭოს მდივნის თანამდებობასთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.