გიორგი მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობა დატოვა
გიორგი მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობა დატოვა

გიორგი მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობა დატოვა.

როგორც საქართველოს პირველ არხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში განუცხადეს, მიქაუტაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ აირჩია.

პრესსამსახურში განმარტავენ, რომ კანონმდებლობით აღნიშნული თანამდებობა საბჭოს მდივნის თანამდებობასთან შეუთავსებელია. მათივე ცნობით, მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობა ამ მიზეზით დატოვა.

ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ მდივანს 30 ოქტომბერს საქართველოს მოსამართლეთა 28-ე რიგგარეშე კონფერენციაზე აირჩევენ.

გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად 2017 წლის 24 ივნისს აირჩიეს.