იუსტიციის სამინისტრო ნიკა გვარამიას მოუწოდებს, თავი შეიკავოს სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე სამართლებრივი დავის პოლიტიზირებისგან
იუსტიციის სამინისტრო ნიკა გვარამიას მოუწოდებს, თავი შეიკავოს სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე სამართლებრივი დავის პოლიტიზირებისგან

ნიკა გვარამიას განცხადება, თითქოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ინსტრუქციებს იღებს საქართველოს მთავრობისგან, არის ძალიან მძიმე ბრალდება და წარმოადგენს როგორც საქართველოს მთავრობისა და მისი წარმომადგენლის – იუსტიციის სამინისტროს, ასევე სტრასბურგის სასამართლოს შეურაცხყოფას, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იუსტიციის სამინისტრო გმობს ტყუილს, რომელიც არხის დირექტორმა გაავრცელა და მოუწოდებს მას, თავი შეიკავოს სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე სამართლებრივი დავის პოლიტიზირებისგან.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ეხმაურება 25 მაისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე გასულ ბრიფინგს, რომელიც არხის გენერალურმა დირექტორმა გამართა პარტნიორთა კრების დასრულების შემდეგ.

ნიკა გვარამიას განცხადება იმის თაობაზე, თითქოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ინსტრუქციებს იღებს საქართველოს მთავრობისგან, არის ძალიან მძიმე ბრალდება და წარმოადგენს როგორც საქართველოს მთავრობისა და მისი წარმომადგენლის – იუსტიციის სამინისტროს, ასევე სტრასბურგის სასამართლოს შეურაცხყოფას, მით უმეტეს, რომ ცარიელ ემოციებზე აგებულ განცხადებას არანაირი მტკიცებულება არ მოჰყოლია.

შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გმობს ტყუილს, რომელიც არხის დირექტორმა გაავრცელა და მოუწოდებს მას, თავი შეიკავოს სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე სამართლებრივი დავის პოლიტიზირებისგან, რადგან დავის ერთ-ერთი მხარის ამგვარი თავდასხმა მოპასუხე მხარესა და დავის განმხილველ სასამართლოზე ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების ინტერესებსა და ევროპული კონვენციის სულისკვეთებას.

იუსტიციის სამინისტრო, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი და მოპასუხე მხარე მშვიდად ელოდება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჩვენ ზედმიწევნით ვასრულებთ მიმდინარე საქმეზე დაკისრებულ დროებით ღონისძიებას და ასევე შევასრულებთ ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას“,- აღნიშნულია განცხადებაში.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელ ლადო ჭანტურიას აცილებას უცხადებს. გვარამიას თქმით, ლადო ჭანტურია ხელისუფლებისგან იღებს ინსტრუქციებს, როგორ იმოქმედოს „რუსთავი 2“-ის საქმეზე.

დატოვე კომენტარი