„რუსთავი 2“ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელ ლადო ჭანტურიას აცილებას უცხადებს
„რუსთავი 2“ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელ ლადო ჭანტურიას აცილებას უცხადებს

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელ ლადო ჭანტურიას აცილებას უცხადებს, – ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკა გვარამიას თქმით, ლადო ჭანტურია ხელისუფლებისგან იღებს ინსტრუქციებს, როგორ იმოქმედოს „რუსთავი 2“-ის საქმეზე.

„ჩვენი უტყუარი ინფორმაციით, საქართველოს წარმომადგენელს სტრასბურგის სასამართლოში, ლადო ჭანტურიას აქვს კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან და იღებს ინსტრუქციებს ხელისუფლების მხრიდან, როგორ იმოქმედოს „რუსთავი 2“-ის საქმეზე. საქმესთან დაკავშირებული დეტალების დაგეგმვა ორკესტრირებულად მიმდინარეობს. ეს სარჩელიც, რომელიც შესულია სასამართლოში, ემსახურება სწორედ ამ მიზანს და არის ამ სქემის ნაწილი. სქემის, რომელიც ლაგდება სტრასბურგში საქართველოს წარმომადგენლის თანამონაწილეობით.

აცილებას ვუცხადებთ ლადო ჭანტურიას და მიგვაჩნია, რომ მისი თანამონაწილეობით ეს საქმე არ უნდა გადაწყდეს.

თუ მოიხსნება დროებითი ღონისძიება, დაიხურება არა მარტო „რუსთავი 2“, არამედ დაიხურება ქვეყანა სახელწოდებით საქართველო“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.