იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კიდევ ერთი წევრი, რევაზ ნადარაია ტოვებს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კიდევ ერთი წევრი, რევაზ ნადარაია ტოვებს

გიორგი მიქაუტაძის გარდა, იუსტიციის საბჭოს კიდევ ერთი წევრი, რევაზ ნადარაია ტოვებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გიორგი მოქაუტაძემ პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

რევაზ ნადარაია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრია. ნადარაიას იუსტიციის უმაღლეს საბჭოსში მოსამართლე წევრად 2017 წლიდან მუშაობს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია მიზეზი, რის საფუხველზე ტოვებს ის საბჭოს წევრის თანამდებობას.

გიორგი მიქაუტაძისა და რევაზ ნადარაიას შემცვლელებეს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე 30 ოქტომბერს აირჩევენ. ამავე კონფერენციაზე საბჭოს წევრებმა საბჭოს მდივანიც უნდა აირჩიონ.

გიორგი მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობა დატოვა. როგორც საქართველოს პირველ არხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში განუცხადეს, მიქაუტაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ აირჩია.