იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შესაძლოა, გედევან ფოფხაძე გახდეს
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შესაძლოა, გედევან ფოფხაძე გახდეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოადგილის კანდიდატურაზე მსჯელობენ. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება.

ეკა ბესელია კომიტეტის თავმჯდომარის რანგში ბოლო სხდომას მართავს.

როგორც სხდომაზე ეკა ბესელიამ აღნიშნა, ის სარგებლობს საკუთარი უფლებამოსილებით და პირველი მოადგილის თანამდებობაზე გედევან ფოფხაძის კანდიდატურა წარადგინა.

ბესელიას გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ანრი ოხანაშვილი და დავით მათიკაშვილი გამოეხმაურნენ და დაინტერესდნენ, მისი ინიციატივა შეთანხმებული იყო თუ არა მმართველ გუნდთან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დღეს დატოვა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, გადადგომის გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გაუმართლებელი პროცესი შეჩერდა.