ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს.

ეკა ბესელიამ აღნიშნული განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ფიქრის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. ამ გადაწყვეტილებით გუშინ შევაჩერეთ პროცესი, რომელიც მიმაჩნია, რომ იყო ძალიან საზიანო და ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს“, – განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელია მეცხრე მოწვევის პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაახლოებით ორი წელი ხელმძღვანელობდა.