„ლივერპულის“ ყოფილ მწვრთნელს, იურგენ კლოპს გერმანიის ნაკრებში მუშაობას უწინასწარმეტყველებენ.
ბუკმეკერებს მიაჩნიათ, რომ ინგლისური კლუბიდან წასვლის შემდეგ, კლოპის ახალი სამუშაო ადგილი გერმანიის ეროვნული გუნდი იქნება. შესაბამისი კოეფიციენტი 1.22-ს შეადგენს.
სიაში მეორეა „ბარსელონა“ (6.0), მესამე – „ბაიერნი“ (7.5).
ბუკმეკერების ვერსიით იურგენ კლოპის მომდევნო გუნდი:
- გერმანიის ნაკრები – 1.22
- ბარსელონა – 6.00
- ბაიერნი – 7.50
- დორტმუნდი – 11.00
- რეალი – 12.00
- მილანი – 15.00
- ინგლისის ნაკრები – 17.00
8. აშშ-ის ნაკრები – 26.00