იურგენ კლოპმა მოიწონა „ჩელსის“ და აბრამოვიჩის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები #1TVSPORT
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა თანაუგრძნო „ჩელსიში“ თავის კოლეგას, თომას ტუხელს, თუმცა მიაჩნია, რომ სანქციები, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობამ „ჩელსისა“ და მის მფლობელს რომან აბრამოვიჩს დაუწესა, სამართლიანია.
„მე ვიცნობ თომასს, მაგრამ იმდენად ახლოს არა, რომ ხშირი კავშირი გვქონდეს. მხოლოდ მატჩებამდე და მატჩების დროს, მაგრამ არა სხვა მომენტებში.
რა თქმა უნდა, მე მას თანავუგრნობ, ასევე მოთამაშეებსა და „ჩელსის“ ყველა თანამშრომელს, რადგან ეს აშკარად არ არის კარგი სიტუაცია. ისინი არ არიან დანაშავენი მომხდარში.
მე არ ვიცი რომან აბრამოვიჩის როლი მთელ ამ სიტუაციაში, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, მას ეკისრება პასუხისმგებლობა.
100 პროცენტით სამართლიანები რომ ვიყოთ, ვფიქრობ, ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება სწორი იყო, მაგრამ ეს ყველაფერი არასასიამოვნოა „ჩელსის“ თანამშრომლებისთვის და გულშემატკივრებისთვის“, – მოჰყავს კლოპის სიტყვები Sky Sports-ს.