იურგენ კლოპი - საფეხბურთო კლუბი ორკესტრია და ფირმინო ჩვენთან 12 ინსტრუმენტზე უკრავს
იურგენ კლოპი - საფეხბურთო კლუბი ორკესტრია და ფირმინო ჩვენთან 12 ინსტრუმენტზე უკრავს

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა საფეხბურთო გუნდი ორკესტრს შეადარა და აღნიშნა ფორვარდ რობერტო ფირმინოს განსაკუთრებული როლი.

„საფეხბურთო გუნდი ორკესტრს ჰგავს. იმისთვის, რომ ფეხბურთი ითამაშო, გჭირდება ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ინსტრუმენტს ფლობენ. ზოგიერთი მათგანი ხმაურიანია, ზოგიც ჩუმად უკრავს, მაგრამ ყველანი მნიშვნელოვანნი არიან რითმისთვის.

ბობი ფირმინო დაუჯერებლად მნიშვნელოვანია, ის ჩვენს ორკესტრში 12 ინსტრუმენტზე უკრავს. ის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რითმისთვის. მადლობა ღმერთს, ჩვენ შეგვიძლია მის გარეშე თამაში განსაკუთრებული დანაკარგების გარეშე, მაგრამ კარგია, როცა ის მოედანზეა“, – განაცხადა კლოპმა.

რობერტო ფირმინომ ამ სეზონში 12 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა. ბრაზილიელს სათამაშო დრო მნიშვნელოვნად შეუმცირდა მას შემდეგ, რაც „ლივერპულს“ შესანიშნავად მოერგო პორტუგალიელი ახალწვეული დიოგო ჟოტა.