„ლივერპულის“ დამრიგებელი იურგენ კლოპი 2021-22 წლების პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.
„ლივერპულმა“ ინგლისის ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა – ჩემპიონ „მანჩესტერ სიტის“ ერთი ქულით ჩამორჩა. გარდა ამისა, კლოპის გუნდმა ამ სეზონში მოიგო ინგლისის თასი და ინგლისის ლიგის თასი.
54 წლის სპეციალისტმა ეს პრიზი კარიერაში მეორედ მოიგო. პირველად ის საუკეთესოდ 2020 წელს აღიარეს.
მინიმუმ ორჯერ პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელებად დასახელებულან – სერ ალექს ფერგიუსონი (11), არსენ ვენგერი (3), ჟოზე მოურინიო (3) და ხოსეპ გვარდიოლა (3).