იურგენ კლოპი მომდევნო სეზონში მწვრთნელობას არ დაუბრუნდება - არც „რეალში“ და არც ბრაზილიის ნაკრებში #1TVSPORT
იურგენ კლოპი მომდევნო სეზონში მწვრთნელობას არ დაუბრუნდება - არც „რეალში“ და არც ბრაზილიის ნაკრებში #1TVSPORT

იურგენ კლოპი არ ჩაუდგება სათავეში მადრიდის „რეალს“ მომავალ სეზონში.

უფრო ადრე დაიწერა იმის შესახებ, „ლივერპულის“ ყოფილი დამრიგებელი უკმაყოფილოა თავისი როლით „რედ ბულში“, სადაც საფეხბურთო მიმართულების ხელმძღვანელის პოსტი უჭირავს. გერმანელი სპეციალისტი თითქოს დაინტერესებულია მუშაობით „რეალში“ ან ბრაზილიის ნაკრებში.

კლოპის აგენტმა მარკ კოსიცკემ Sky-სთვის მიცემულ ინტერვიუში უარყო ეს ჭორები.

„იურგენი ძალიან კმაყოფილია თავისი ახალი როლით „რედ ბულში“, – განაცხადა კოსიცკემ.

როგორც გერმანელი ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი წერს, კლოპის მიმართ კვლავინდებურად არის ინტერესი ტოპ-კლუბებისგან და რამდენიმე ფედერაციისგან. მაგრამ სპეციალისტი არ აპირებს მომდევნო სეზონში სამწვრთნელო სამუშაოზე დაბრუნებას – არც „რეალში“ და არც ბრაზილიის ნაკრებში.

ამტკიცებენ, რომ ჩაბი ალონსო „ლევერკუზენიდან“ კვლავინდებურად რჩება მთავარ კანდიდატად „რეალში“ კარლო ანჩელოტის შეცვლაზე.