იულიან ნაგელსმანი - გერმანია არ იმსახურებდა გავარდნას, მე-60 წუთიდან აშკარად უკეთესები ვიყავით #1TVSPORT
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა კომენტარი გააკეთა ევრო 2024-ის მეოთხედფინალში ესპანეთთან წაგებაზე.
„ვულოცავ ესპანეთს ნახევარფინალში გასვლას. პირველ ტაიმში თამაში ძალიან გახსნილი იყო. მეორე ტაიმში უკეთესები ვიყავით, მე-60 წუთიდან კი ძალიან ვჯობდით მეტოქეს. დავიმსახურეთ მატჩის ბოლოს ანგარიშის გათანაბრება.
ესპანელებმა გამარჯვების გოლი ბოლო და ერთადერთი შესაძლებლობის გამოყენებით გაგვიტანეს. სამწუხაროდ, ვერ შევძელით საკმარისი წნეხის შექმნა ფლანგზე.
ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ ისინი არ იმსახურებდნენ გავარდნას. ყველას გვენატრება საკუთარი ოჯახები, მაგრამ არცერთ ჩვენთაგანს არ უნდოდა ევროს დატოვება. შეკრების დაწყებიდანვე გუნდში ძალიან კარგი ატმოსფერო იყო.
ცხადია, რომ მთელი ძალები გავიღეთ იმისთვის, რომ დღევანდელ მატჩში მოგვეგო. ეს მტკივნეული მარცხია“, – განაცხადა ნაგელსმანმა.