იულია ტიმოშენკო უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურების დაწყებას აპირებს
უკრაინული პარტიის, „ბატკივშინას“ ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი იულია ტიმოშენკო პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის პროცედურების დაწყებას გეგმავს.
ტიმოშენკომ უკრაინის პრეზიდენტი სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა. ოპოზიციის ლიდერის მტკიცებით, იმპიჩმენტის საფუძველი ქვეყნის არმიისთვის განხორციელებულ შესყიდვებში აღმოჩენილი მაქინაციებია.
იულია ტიმოშენკომ საპარლამენტო ტრინბუნიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტი ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ მოითხოვა.
გამოძიების მასალებით, დანაშაულებრივ ქმედებაში პრეზიდენტის გარემოცვაა ჩართული. ჟურნალისტური გამოძიების მასალებში ნათქვამია, რომ უკრაინელი ოფიციალური პირები ქვეყნის სამხედრო საწარმოებს სამხედრო ტექნიკისთვის განკუთვნილ ნაწილებს რუსეთიდან კონტრაბანდული გზით, 300 პროცენტიანი ფასნამატით აწვდიდნენ.