იტალიური პრესა - „იუვენტუსი“ დიბალას გაშვებასა და სალაჰის შეძენას გეგმავს
იტალიური პრესა - „იუვენტუსი“ დიბალას გაშვებასა და სალაჰის შეძენას გეგმავს

ტურინის „იუვენტუსი“ და მისი არგენტინელი ფორვარდი პაულო დიბალა ვერ ახერხებენ ახალი კონტრაქტზე მოლაპარაკებას. იტალიური პრესის ცნობით, მხარეებმა მოლაპარაკებებში პაუზა აიღეს.

აღნიშნავენ, რომ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება „ჩელსი“. ლონდონელები უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ეცდებიან დიბალას შეძენას.

„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო აცხადებს, რომ მას არ აქვს პრობლემები 26 წლის ფეხბურთელთან, რომელმაც, ჭორების თანახმად, კლუბის ხელმძღვანელობასთან დაიჩივლა იმის გამო, რომ ამ სეზონში საერთოდ არ უწევს სერია A-ში თამაში.

ამასობაში, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „იუვენტუსი“ აპირებს „ლივერპულიდან” მოჰამედ სალაჰის შეძენას. წყაროს ცნობით, ტურინული კლუბი სწორედ დიბალას გაყიდვას ფიქრობს, რათა ეგვიპტელის ტრანსფერისთვის ფული მიიღოს. იტალიის ჩემპიონის გეგმაშია არგენტინელის 100 მილიონად „რეალში“ გასხვისება.

28 წლის სალაჰი ადრე თამაშობდა იტალიის ჩემპიონატში – „ფიორენტინასა“ და „რომას“ შემადგენლობაში.

დიბალას კონტრაქტი „იუვენტუსთან“ 2022 წლამდეა ძალაში.

დატოვე კომენტარი