იტალიის ყოფილი პრემიერის, მატეო რენცის მშობლებს შინაპატიმრობა მიუსაჯეს
იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ მატეო რენცის მშობლებს გაკოტრების საქმეზე სავარაუდო თაღლითობის გამოძიების ფარგლებში, შინაპატიმრობა შეუფარდეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, ტიციანო რენცი და ლაურა ბოვოლი ინვოისების გაყალბებაში არიან ეჭვმიტანილნი.
თავის მხრივ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი აცხადებს, რომ მისი ოჯახის წინააღმდეგ ცილისწამება მისსავე პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება.
„მჯერა იტალიის მართლმსაჯულების. ამიტომ მინდა სასამართლო პროცესს დავესწრო“, – დაწერა მატეო რენციმ სოციალურ ქსელში. როგორც რენციმ აღნიშნა, ექსპერტებმა მას უთხრეს, რომ არასოდეს უნახავთ ასეთი აბსურდული და არაპროპორციული სასჯელი.
მატეო რენცი იტალიის პრემიერის პოსტს 2014-2016 წლებში იკავებდა.